პროკურატურა: დათა ახალაიას საქმის მოწმე არავის გაუტაცებია
კუდის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმის მოწმე გიორგი მაზმიშვილი ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემო დოლიძემ განუცხადა.
დოლიძის განცხადებით მაზმიშვილი დაკითხვაზე პროკურატურის თანამშრომელს სიტყვიერი შეთავაზების შემდეგ თავისი ნებით გაჰყვა. მისივე თქმით, ანი ნადარეიშვილის განცხადება, თითქოს მაზმიშვილი “გაიტაცეს“, სიცრუეა.
“ ამ წუთებში გიორგი მაზმიშვილი მოწმის სახით თბილისის პროკურატურაში იმყოფება, მისსავე არჩეულ ადვოკატის მისვლას ელოდებიან, რომელიც გზაშია. ამის მერე დაიწყება დაკითხვის პროცედურა. ანი ნადრეიშვილს კი მოვუწოდებ, თავი შეიკავოს სიცრუის გავრცელებისგან“, – განუცხადა “კვირას“ თემო დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დათა ახალაიას საქმის მოწმე გიორგი მაზმიშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა “გაიტაცეს”.