თემურ გიორგაძე საკუთარი სახლის მშენებლობაზე მაშველებს ამუშავებდა

  საგანგებო და სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები დედაქალაქის მერიასთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან – სევდია უგრეხელიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლონ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ის სევდია უგრეხელიძეს იმ დოკუმენტურ მასალას წარუდგენს, რომლითაც დასტურდება, რომ ყოფილი მაშველები თემურ გიორგაძის სახლსა და აგარაკებზე მუშაობდნენ.
გაფიცულები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩებიან და პერიოდულად მერიის ხელმძღვანელებს სირცხვილის კორიდორებს მოუწყობენ.
მაშველები სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული რვა ადამიანის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები