„საზმაუს ბორდის დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალე იყო“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, შესაბამისი კომისია, რომელიც პარლამენტს წარუდგენს წევრობის კანდიდატებს, აბსოლუტურად კომპეტენტური ხალხით არის დაკომპლექტებული.
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შეკითხვები იყო, მაგრამ პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეგახსენებთ როგორ მოხდა კომისიის დაკომპლექტება, როგორ მოხდა ბორდის წევრების შერჩევა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი. გუშინ მოვისმინე, რომ კომისია აგრძელებს მუშაობას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე კონტროლის დაწესების ინტერესი არ აქვს.
“ეს ჩვენ ბევრჯერ დავადასტურეთ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, არის ის ადამიანი, რომელმაც დახურა საკუთარი ტელევიზია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ჩვენ როგორც მინიმუმ სურვილი რომ გვქონოდა რომელიმე ტელევიზიაზე გავლენის მოხდენის, მაშინ რატომ დავხურავდით კერძო არხს?” – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები