სპეციალისტები თბილისის ზღვას, ლისისა და კუს ტბებს ამოწმებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს განაგრძობს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, სინჯები თბილისის ზღვაზე, ლისისა და კუს ტბებზე აიღეს. ადგილზე განისაზღვრა რამდენიმე კომპონენტი (ტემპერატურა, ph, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა).
ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები ტრანსპორტირებულ იქნა სააგენტოს ლაბორატორიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, საველე პირობებში წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება.
დასვენების სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტო მოსახლეობას ზედაპირული წყლების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები