ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორი. გამოვლენილია სამართალდამღვევი პირიც. უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დაილუქა.