მთავრობა კონფლიქტის რეგიონებიდან სტუდენტების ჩამოყვანის საკითხზე იმუშავებს

საქართველოს მთავრობა კონფლიქტის რეგიონებიდან სტუდენტების ჩამოყვანის იდეაზე მუშაობას დაიწყებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თსუ-ში ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სტუდენტმა ღარიბაშვილს მიმართა კითხვით: თუ აქვს მთავრობას რაიმე გეგმა კონფლიქტის რეგიონებიდან სტუდენტების ჩამოყვანის თაობაზე. პრემიერმა სტუდენტის იდეა მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს კარგი აზრია და მთავრობა ამ იდეას აუცილებლად შეისწავლის.
“კარგი იდეაა, ჩვენ ამ იდეას აუცილებლად შევისწავლით. მე დღესვე დავავალებ, რომ ეს იდეა შეისწავლონ და დაამუშავონ და ამას აუცილებლად გავითვალისწინებ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები