„არ დასტურდება, რომ საყდრისში ოქროს უძველესი მაღაროა“

არ დასტურდება, რომ საყდრისში ოქროს უძველესი მაღაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი მეცნიერი იყო ჩართული, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხსენებულ ადგილს სწავლობდა და ამ კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ადგილს. “ის, რომ ოქროს მაღარო იყო, ეს არ არის დადასტურებული, ეს ვარაუდია. არ დასტურდება, რომ ეს არის ოქროს უძველესი მაღარო”, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი მიჩნევს, რომ ეს დასკვნა მხედველობაში მისაღებია და ინვესტორი კომპანიის მიერ დასაქმებული 3 ათასი ადამიანის ბედი უნდა იყოს გათვალისწინებული. ღარიბაშვილის თქმით, თუ გარემო იწამლება, ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დადოს დასკვნა, რის შემდეგაც მის გამოსასწორებლად სპეციალური ღონისძიებები დაიგეგმება. ღარიბაშვილის თქმით, ინვესტორმა კულტურის სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილების მუზეუმში გადატანა შესთავაზა. პრემიერის ინფორმაციით, საუბარია იმაზე, რომ ბოლნისში ახალი მუზეუმი აშენდეს, კონკრეტული ადგილები მოიჭრას და გადატანილი იქნეს მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები