„კაზრეთის საბადოს მუშების პირობები ძალიან მალე გამოსწორდება“

პრემიერ-მინისტრის დავალებით კაზრეთის საბადოს მუშების პირობები ძალიან მალე იქნება გამოსწორებული, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში ერთი-ერთი სტუდენტის მიერ კაზრეთის საბადოში “არაადამიანური სამუშაო პირობების” შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ის, რომ პირობები იყო გასაუმჯობესებელი წლების განმავლობაში, ეს ახლა გაირკვა. ახლა გაირკვა და ამ ადამიანებმა მოახერხეს, სააშკარაოზე გამოიტანეს, რომ მუშაობდნენ როგორც თქვენ თქვით, არაადამიანურ პირობებში. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, წელს არ მომხდარა. ჩემი დავალებით დავნიშნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც გაერკვევა იმ პირობებში, რაშიც უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა. ჩვენ გავერკვევით, რა პრეტენზიები აქვთ. თუ გარკვეული პრობლემები აქვთ, ეს პრობლემები მოგვარდება. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ეს პირობები გაუმჯობესდეს. ხელფასებზე მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ რაც მითხრეს, 300 ლარი ნამდვილად არ აქვთ, მე მგონი საშუალო ხელფასი 500-600-700 ლარი აქვთ, მაგრამ პირობებზე ვთანხმდებით, თუ პირობები არის მძიმე, უნდა – გამოასწორონ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და მეტს გეტყვით, ჩემი დავალებით, ძალიან მალე იქნება ეგ პირობები გამოსწორებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები