"არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ჰესის აშენება გაანადგურებს სვანურ კულტურას"

არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ამ ჰესის აშენება, სვანურ კულტურას გაანადგურებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე ხაიშში, ჰესის აშენების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჩვენს მეგობარს, რომ გიგანტური ჰესი გაანადგურებს სვანურ კულტურას. არავინ ეხება სვანურ კულტურას და ჩვენ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. სვანური კულტურა, რა თქმა უნდა, არ დგას საფრთხის წინაშე, პირიქით, მე ვიქნები პირველი დამცველი სვანური კულტურის. საქართველო არის მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანა და მე ამ მრავალფეროვნების მთავარი დამცველი ვარ. უბრალოდ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ამ ჰესის აშენება, სვანურ კულტურას გაანადგურებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხუდონჰესის აშენებასთან დაკავშირებით სამართლიან არგუმენტებს გაითვალისწინებს. “არასოდეს სახელმწიფო არ გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების საწინააღმდეგო ქმედებას. უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება. ამ ხალხს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ჰესის აშენება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, სვანებისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის, ამ ყველაფრის შემდეგ თუ მათ ისევ არ მოუნდებათ ჰესის აშენება და ექნებათ მყარი არგუმენტები, სამართლიანი არგუმენტები, ამას მე აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ ის არგუმენტები რაც თქვენ მოგყავთ, არასწორია და შეცდომაში შეიყვანს მსმენელს. ზოგადი შეფასებები, რომ ტენიანობა გაიზრდება, ფრესკები შეიძლება დაზიანდეს, არასწორია. ფრესკებს სჭირდება მოვლა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები