ინტერნეტში სააკაშვილისა და რუსი მილიონერის ფოტოები გავრცელდა

რუსმა მილიონერმა ევგენი ჩიჩვარკინმა, რომელიც რუსეთში მობილური ტელეფონების გაყიდვით გამდიდრდა, ფეისბუქში მისი და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. სააკაშვილი და ჩიჩვარკინი არაოფიციალურ გარემოში, ჰალსტუხების გარეშე არიან გადაღებულნი და ორივე იღიმის.
ჩიჩვარკინმა არ დააზუსტა, თუ სად და რა გარემოებებში შედგა მისი და სააკაშვილის შეხვედრა. მან მხოლოდ დაწერა, რომ ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც ფასიან მასტერკლასს ატარებს.
ჩიჩვარკინის კანდიდატურას უკრაინის ხელისუფლება კომპანია „უკრნაფტას“ ხელმძღვანელის პოსტზე განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ის ამ თანამდებობაზე არ დაინიშნა. ამ შემოთავაზების შემდეგ ჩიჩვარკინმა დაწერა, რომ ყველაფერზე თანახმაა უკრანაში მუშაობის გულისთვის. „მზად ვარ, გამოვიცვალო სარწმუნოება, სქესი, კანის ფერი, მოქალაქეობა, ყველაფერი, თუ ეს საჭირო იქნება“, – აცხადებდა ჩიჩვარკინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები