ბიძინა ივანიშვილი “პანორამა თბილისზე“: თუ არა ჩემი ახირება, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომ არა მისი “ახირება“, “პანორამა თბილისის“ პროექტს არც ერთი ინვესტორი არ განახორციელებდა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუკი რამის დაცვა შეიძლება, ქალაქთან მიმართებაში, ისტორია, კულტურა, წარსული, ლანდშაფტი, – ყველაფერი დაცულია მაქსიმალურად.
“თუ არა ჩემი გვარი, რასაც თავის დროზე თავის დროზე ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ მისი ახირებააო. თუ არა ჩემი ახირება, შემიძლია საკუთარ თავს ასე ვუწოდო, არც ერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა.
არადა, უნიკალური პროექტია. არა იმით, რომ მე რაღაცა მოვიხვეჭო – იქ იმდენი ექსკლუზივი და იმდენად ძვირი რამე კეთდება, რომ მაგ პროექტიდან ფული შეიძლება ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. იმ ნაწილს, ექსკლუზიურ ნაწილს, პირადად მე ვაფინანსებ და არა ჩემი პარტნიორები. პარტნიორებმა იქ ბევრი რამ ამოყარეს, ეს არ არის საჯარო და პირველად ვამბობ ამას. თუკი რამის დაცვა შეიძლება ქალაქთან მიმართებაში,რომ პატივი სცე ისტორიას, კულტურას, წარსულს, ლანდშაფტს, ბუნებას – ყველაფერი მაქსიმალურად დაცულია, მაგრამ რა ვქნათ, რა ვუყოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათგან მართულ „ენ-ჯე-ოებს“. ისეც არ მინდა, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო. იქ, ალბათ, რამდენიმე ადამიანი გულწრფელად გამოდის და ამბობს, რომ არ მოსწონს – ეს მათი უფლებაა. თუმცა, ძირითადი მასა „ნაციონალებისგანაა“ მართული“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, რომ ეკონომიკა არ განვითარდეს.
ექსპრემიერი ამბობს,რომ “პანორამა თბილისის“ პროექტში ვერც ერთი სპეციალისტი ვერ ნახავს დარღვევას.
„ეს ქვეყნის მტრობაა და მათი სურვილია, რომ ეს არ აშენდეს. საყდრისზეც იგივე პრობლემაა. მათ სურვილი აქვთ, რომ როგორმე გაჩერდეს ეკონომიკა და სწორედ ამას ერჩიან. ალეკო ელისაშვილი,რომელიც სათავეში ედგა ამ პროცესებს, და მე მას როცა დავულაგე, რაზე ცრუობდა… ფილმიც დავდეთ ამაზე და ნახეთ „ჯი-დი-ესში“.
ამის შემდეგ ელისაშვილი ჩრდილში წავიდა და ახლა სხვა ლიდერები არიან. თითოეულზე, მინიმუმ, ერთი კვირა უნდა დახარჯო, რომ საზოგადოებას მათი სახე დაანახვო, მაგრამ ეს არ ღირს. ყველაფერი აბსოლუტურად დაცულია. წელიწადი და ორი თვეა, ამაზეა საუბარი. მოიყვანონ ნებისმიერი სპეციალისტი, ვერცერთ დარღვევას ვერ ნახავენ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები