პრემიერს შსს-ს ბიუჯეტის შემცირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის ერთი ხელის მოსმით შემცირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამის შესახებ პრემიერმა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს საკუთარი პრიორიტეტები, თუმცა წლების განმავლობაში ამ პრიორიტეტების სწორად დალაგება არ ხდებოდა. “როგორც თქვენ წარმოაჩინეთ, რომ ყველა ადამიანი გარეთ არის დარჩენილი და სახელმწიფო ამ დროს არაფერს არ აკეთებს და თურმე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს არ ვაკლებთ, ეს არასწორი შეფასებაა. იმიტომ, რომ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება ის ბიუჯეტი, ეს მონსტრი არის, კი ბატონო, მაგრამ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურებიან”, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ერთი ხელის მოსმით ბიუჯეტის შემცირება არ მოხერხდება, რადგან პოლიციელებისთვის ხელფასებია გასაცემი. ამასთან, დასაფინანსებელია მიმდინარე პროექტები. “პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს, რაც ერთი ხელის მოსმით არ გადაიხედება. ამას სჭირდება დრო. პრობლემების მოგვარებას ერთ დღეში ნურავინ ნუ მოითხოვს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები