ენერგეტიკის სამინისტრო „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და აცხადებს, რომ სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.
სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
„27 ივლისს „რუსთავი 2“-ის ეთერით გასული სიუჟეტი – მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას.
ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ტელეკომპანია “რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება.
მოგახსენებთ, რომ მილსადენებზე დაგეგმილი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
“შაჰ-დენიზის” სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი აირით მოარაგება ”ყაზახის” ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო ”ყაზახის” მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, “შაჰ-დენიზის” მილსადენი უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და, მით უმეტეს, არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა.
საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია „რუსთავი 2“-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაცია გადაამოწმონ უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები