დეპუტატებმა „ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის“ დაარსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს.
რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად 29 საკითხი წარუდგინა, რომელთა შორის იყო თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე სკვერებისთვის, ქუჩებისთვის, ჩიხებისთვის და გასასვლელებისთვის სახელების მინიჭება.
დეპუტატებმა ლია ჯახველაძეს, წარმოდგენილ საკითხებზე კითხვები დაუსვეს. მათზე ამომწურავი პასუხების გაცემის შემდეგ, კენჭისყრის შედეგად საკითხები დადებითად გადაწყვიტეს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, განხილვის შემდეგ ასევე დამტკიცდა საკითხი „ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ, რომელიც დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. საქალაქო სამსახურის უფროსმა თავშესაფრის საქმიანობის მიზნებზე, ამოცანებსა და ფუნქციებზე ისაუბრა და თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიუსაფარ პირთა პრობლემების გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მათთვის სოციალური გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს „თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელიც დეპუტატებს შპს „ჰერმესის“ დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ წარუდგინა.
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი, დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ გააცნო, რომლებიც, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტების შეთანხმებას ეხებოდა. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიით არჩეული თბილისის საკრებულოს წევრის ლევან მხეიძის ნაცვლად, მისი ადგილმონაცვლის მარინა დათუკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები