ესპანეთმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

ესპანეთის სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, კონგრესმა შეთანხმების ავტორიზაცია მოახდინა. 2015 წლის 27 მაისს შეთანხმების რატიფიცირება სენატში განხორციელდა. რატიფიცირების პროცესი ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის ხელმოწერის შემდეგ დასრულდა. 2015 წლის 28 ივლისს შეთანხმება ოფიციალურად ეცნობა ბრიუსელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები