„ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში“

ბაკურიანის პროექტი არის ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლის ქართულ სინამდვილეში, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იწყებს პროექტს – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მთის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ, პროექტის ჯამური ღირებულება კი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
“სამუშაოები უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე იქნება დაყენებული საბაგირო გზები, არქიტექტურის პირველი მონახაზები უკვე გაკეთებულია, მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები მთის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ეს იქნება პრინციპულად ახალი სიტყვა ქართული ტურიზმის განვითარებაში. ეს იქნება ყველაზე მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული კონცეფცია, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს საფრანგეთის ალპებში, შვეიცარიაში, იტალიაში და ავსტრიაში, წამყვან სამთო-სათხილამურო ქვეყნების კურორტებში. აქ გაკონტროლდება არ მხოლოდ გენგეგმა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია რა მასალით აშენდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ მოხდება საზღვარგარეთ კურორტის პოპულარიზაცია. მისივე თქმით, ბევრ ტრადიციულ და ასევე, არატრადიციულ მეთოდს გამოიყენებენ.
“ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით, თქვენ იცით, რომ თუნდაც “მიტარბი” და “ბორჯომი” მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ეს ნიშნავს, რომ 40 ქვეყნის მომხმარებელთან საქართველოს აქვს კონტაქტი ერთი პროდუქტის ხაზით. 15 წლის წინ, ჩვენ “ბორჯომის” ბოთლს ვაბამდით ჩვენს სარეკლამო მასალას და ყველა კითხულობდა, რა იყო აქ. ეს ერთ-ერთი ძალიან მარტივი მაგალითი გითხარით. გავრცელდება ინფორმაცია, დავუკავშირდებით ყველა პოტენციურ ქვეყნებს, რომ სანამ დამთავრდება პროექტი, მანამდე ჩატარდეს მარკეტინგული სამუშაოები”, -განაცხადა ხაზარაძემ.
სასტუმრო “რედისონში” საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსშპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიასა” და”ჯიარდისიჰოლდინგში” შემავალ შპს “ახალ მიტარბს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და შპს “ახალი მიტარბის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა.
მემორანდუმი ბაკურიანის და მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, დაინერგება ოთხ-სეზონური მთის კურორტის კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს მთის ტურიზმის შემდგომ პოპულარიზაციასსაქართველოში. ბაკურიანში, “კოხტას მთაზე” მოხდება ახალი საბაგიროს დამონტაჟება შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ბოლოსდასრულდება. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, სასტუმროს ტიპის აპარტამენტები (აპარტოტელები), კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები. მიტარბში, “კოხტა 2-ის” სახელით ცნობილ მთაზე დამონტაჟდება ორი საბაგირო და კოხტასთანდამკავშირებელისაფეხმავლოსაბაგირო, ე.წბიგელი,რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უპრეცენდენტო პარტნიორობის ფორმატში და მისი მიზანია რეგიონში მთის ტურიზმის განვითარება და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას. კოხტასა დამიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობა 48 მილიონი ლარით დააფინანსებს, “საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია”კი 70 მილიონი ლარს ინვესტიციას განახორციელებს უძრავი ქონების ნაწილში, რაც სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება საქართველოში. საბაგიროების მშენებლობას განახორციელებს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია – “დოპელმაიერი”. პროექტის განხორციელება დაიწყება მემორანდუმის გაფორმებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები