სასჯელაღსრულების სამინისტრო N11 დაწესებულების ექიმის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს N11 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის ირაკლი მურჯიკნელის გარდაცვალების გამო.
“ბატონი ირაკლი საოცარი თავდადებითა და სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ საქმეს, პენიტენციურ სისტემაში 25- წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მისმა პროფესიონალიზმმა ასეულობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პიროვნული თვისებების გამო ბატონი ირაკლი უყვარდა ყველას, როგორც თანამშრომლებსა და მეგობრებს, ისე მსჯავრდებულებს.მისი გარდაცვალება ჩვენი უწყებისთვის დიდი დანაკლისი და ტკივილია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს”,-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები