მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტზე ორი ადამიანი ამხილეს
საბაჟო-გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა 24 ივლისს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ე.მ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 8 აბი Acetaminophen codeine, ხოლო ბელგიის მოქალაქე ა.ჰ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას Tramadol (40 აბი) და Zaldiar (10 აბი) აღმოაჩინეს.
ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.