ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვეყნის ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. სხდომაზე სავარაუდოდ ისევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრები დაიკითხებიან.
სასამართლოზე ჩვენება უკვე მისცეს ზურაბ ჟვანიას მეუღლემ და დაცვის სხვა ყოფილმა წევრებმა.
საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი ამ კვირის ბოლოს უნდა გამოიტანონ.
“აქამდე წარმოდგენილმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გაზის გამათბობლის ფუნქციონირება არსად, არასდროს არ მოწმდებოდა, შესაბამისად სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბარი ყოველგვარ არსს მოკლებულია,“ – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.