დენის გაძვირებასთან დაკავშირებით „თელასის“ განაცხადზე სემეკი პარასკევს იმსჯელებს

დედაქალაქში ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების თაობაზე „თელასის“ განაცხადის განხილვას სემეკი კვირის ბოლოს დაიწყებს. ტარიფების გადახედვის საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა პარასკევს გაიმართება.
ენერგოგამანაწილებელი კომპანია სემეკისგან ტარიფის დადგენას ითხოვს, ამის მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა სახელდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება „თელასის“ განაცხადის საფუძველზე ტარიფი. საკითხის განსახილველად ბოლო გადაწყვეტილების სემეკს 5-თვიანი ვადა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები