სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეგრეთ წოდებული გვირაბი) ხორცის სარეალიზაციო ობიექტების არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენურ -სანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. „სურსათის/ ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“( 68-ე მუხლის მესამე ნაწილის) თანახმად, 6 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მათ სამუშაო პროცესი აღუდგებათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები