ტარიელ ხეჩიკაშვილი: თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ ვერ მობრძანდა დღევანდელ ღონისძიებაზე

რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტი, ეს ალბათ თავად მას უნდა ჰკითხოთ, – აღნიშნული განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიებაზე ყველა საპატიო სტუმარი, მათ შორის პრეზიდენტი მიწვეული იყო.
“ალბათ თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, თუ რატომ ვერ მობრძანდა დღევანდელ ღონისძიებაზე. სპორტული საზოგადოება მოხარული ვიქნებით ასეთ ღონისძიებებს სპორტის ყველა გულშემატკივარი დაესწროს. საორგანიზაციო კომიტეტის პრეროგატივა იყო დაპატიჟება და დარწმუნებული ვარ ყველა საპატიო სტუმარი მოწვეული იყო”, – აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები