მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის დასასრულს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა როდესაც ფოიერვერკს უშვებდნენ. შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს. გარდა ამისა, ფოიერვერკის ნაპერწკლების ნაწილი გულშემატკივრით სავსე ერთ-ერთი ტრიბუნასაც დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები იძულებულნი გახდნენ გვერდითა ტრიბუნაზე გადასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები