პრემიერის ინიციატივით სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღო. როგორც პრემიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, წლების განმავლობაში ეს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა და მთავრობა აღნიშნულ პროექტზე უკვე მუშაობს. საერთო საცხოვრებელი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით და შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება ჰქონდეთ. „არცერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები