წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფოს სტრუქტურებში სტაჟირებას გაივლიან

  წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფოს სტრუქტურებში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სტაჟიორების შერჩევა აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით მოხდება. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი სათანადო სერტიფიკატს მიიღებს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ინიციატივები სტუდენტებისთვის სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღების დამატებითი სტიმული იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და კვალიფიციური სპეციალისტების მთელ თაობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები