ზურაბ ტყემალაძე: დენის ტარიფის გაზრდა კანონზომიერია
ეს კანონზომიერია, – ასე გამოეხმაურა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე.
როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დენის ტარიფი შემცირდა და დღეს სწორედ იმდენჯერ იზრდება გადასახადი, რამდენითაც 3 წლის წინ შემცირდა.
“დენის ტარიფი ჩვენი მოსვლის შემდეგ შემცირდა და იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა, აგერ, სამი წლის შემდეგ გაიზარდა. ეს კანონზომიერია”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.