კომპანია CitySightseeing Tbilisi -ს ტურისტული მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა
კომპანია CitySightseeing Tbilisi ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ორსართულიან ავტობუს-კაბრიოლეტებით მიმოხილვითი ექსკურსიების ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს.
ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტი მოძრაობს ძველ უბნებსა და დედაქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში.
ბილეთი მოქმედია 24 საათის განმავლობაში, რაც ტურისტს მისი რამდენჯერმე გამოყენების საშუალებას აძლევს.
ექსკურსიები ტარდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.