გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური და მისაღები იყო

მისი გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური იყო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებას.
ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც მისი პრეროგატივაა.
“შეწყალება არის ის აქტი, რომელიც ხელეწიფება პრეზიდენტს. დანაშაულის ხასიათის მიხედვით, ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკური და მისაღები იყო”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხია შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები