კახა კალაძე: ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია
საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “სემეკის” გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ სამართლიანია.
“გრაფიკზე საუბარი გამორიცხულია. მე ვფიქრობ, დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზიანებს და არ დააზარალებს ენერგოკომპანიებს. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის იქნება მძიმე. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, მაშინვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, რომ შეგვემცირებინა ტარიფები და მაშინ გამოინახა საშუალებ, რომ 3.54 თეთრით მომხდარიყო შემცირება, თუმცა, დღეს ჩვენ სრულიად სხვა ვითარება გვაქვს”, – განაცხადა კალაძემ.