„ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, ზოგადად, ფასებზე და მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ აისახება“
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებ ისაუბრა და ხელისუფლებას გაცემული დაპირებები შეახსენა.
„ ხელისუფლება, მისი გაცემული დაპირებების მიხედავად, ტარიფებს აუცილებლად გააძვირებს. ეს ზოგადად, ფასებზე და მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ აისახება. ამას შეიძლება საპროტესტო ტალღაც კი მოჰყვეს. უამრავ დაპირებაზე იყო საუბარი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ რეალურად ხელში არაფერი შეგვრჩა. არანაირი სერიოზული არგუმენტი არ არსებობს იმისა, რაც ტარიფების ზრდას გაამართლებს. ამათ ყველაფერზე აქვთ „ახსნა“. თურმე არაფერი ხდება, რომ ლარის კურსი დაეცა, არაფერი ხდება, რომ ტარიფი ძვირდება, არაფერი ხდება, რომ დაპირებული ქარხნები არ გაიხსნა….“- აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.