აშშ-ის მთავრობამ საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის 12 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

საქართველოში პროფესიული განვითარებისათვის აშშ-ის მთავრობამ 12 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
აღნიშნული თანხა შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და არსებული პროგრამების განვითარებას მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი, რომელში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, აგრეთვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირებს შეუძლიათ. თითოეული გრანტის მოცულობა 300,000-დან 3 მილიონ დოლარამდეა. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/1CWgdgd.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები