22 ივლისი
11:00
“ქორთიარდ მერიოტში” საქართველოში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – თბილისი 2015“-ის პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: დეპუტატი საზოგადოებას „იმედის კვირა“-ში გასული ჟურნალისტური გამოძიების – „ვინ ლობირებს გზების თემას მერიაში“ დაკავშირებით სარევიზიო მოკვლევის შედეგებს გააცნობს. მისამართი: თავისუფლების 2
11:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, დარბაზი N304
11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო ქვოტირებასთან (ქალების) დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
მოზარდ მაყურებელთა თეატრში, განო მელითაური საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
E1
11:00
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია და თბილისის მერი დავით ნარმანია ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდებიან. მისამართი: აფხაზეთის კულტურის საგამოფენო დარბაზი , უზნაძის ქ. N68
11:00
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ცენტრალურ შესასვლეთან “ქართული დასის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. თემა: ელექტროენერგიის ტარიფის უკანონო ზრდა. მისამართი: მიცკევიჩის ქ.№19
11:00
გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვების ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. გასვლა: 09:30 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან.
11:00
“თბილისი მერიოტში” (დარბაზი “სანადიმო”) დისკუსია-დებატები – “კონსტიტუციური მონარქიის საკითხები საქართველოში” გაიმართება. საკონტაქტო პირი: მარიამი – 599 88 60 20
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ოპოზიციის გეგმები შემოდგომაზე და საარჩევნო კოალიციები.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, დონალდ ტუსკის ვიზიტზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“მემარცხენე ალიანსი” მარეგულირებელი კომისიის სხდომას დაესწრება და გააპროტესტებს, სადაც დენის ტარიფის გაზრდაზე შეტანილი განაცხადი განიხილება. საკონტაქტო ნომერი: 579 95 76 65
12:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა და ფუნქციების განაწილება; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 726565.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს ფოსტის ყოფილი თანამშრომლები განცხადებას გააკეთებენ. თემა: სკანდალური ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს “საქართველოს ფოსტაში”. ასევე, დაანონსდება ფოსტის წინ კარვების გაშლა და შიმშილობა.
E1
12:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დონალდ ტუსკის ვიზიტის შეფასება, ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი, მოსალოდნელი საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პრაიმთაიმის” პრესკლუბში, “დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი და ადვოკატი ვახტანგ გაგნიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თემა: პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლის და უკანონო პატიმრების, ფილიპე ბაბაიანიასა და არტურ ოგანეზეოვის წინააღმდეგ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ახალი კანონდარღვევა, მათი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა და ფილიპე ბაბაიანისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობა. საკონტაქტო პირი: სოფო ძიგუა – 593 46 44 43
13:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება. თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9). საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 577 500 935.
13:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ბანკის ქმედებები ლარზე ნეგატიურად მოქმედებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
13:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება. საკონტაქტო პირები: გვანცა ხულუზაური 558 19 13 19; რუსუდან კბილაშვილი 577102201
13:00
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში უფლებადამცველი გიორგი გაბედავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ხურვალეთში არსებული ვითარება.
14:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში, ნინო ბურჯანაძე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
15:00
“ვისოლ ჯგუფი” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში” “ვენდისა” და დანკინ დონატსის” რესტორნებს გახსნის.
18:00
აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის დღე გაიმართება. მისამართი: კუს ტბის ასახვევი, ეთნოგრაფიული მუზეუმი