საზაფხულო ბაგა-ბაღებში 9 500-მდე ბავშვია დარეგისტრირებული

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ საზაფხულო ბაგა-ბაღები მოინახულა.

თბილისში 1 ივლისს 25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

საზაფხულო ბაღები იმ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს, რომელთა მშობლები ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. სააგენტომ საზაფხულო ბაგა-ბაღები ადგილმდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოს გათვალისწინებით შეარჩია და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებს.

თემურ თორდინავას განცხადებით, საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ, მათი კვების რაციონი ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტებითაა დატვირთული.

ჩვენ ყველა მსურველის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ ეტაპზე 9 500-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები