21 ივლისი
10:30-ზე თბილისის საკრებულოს წევრი, გენერალი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას. თემა: დაკარგული მილიონები და კავკასიაში ერთ დროს უკონკურენტო სს „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელის, პანტიკო თორდიას მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული უვადო სერტიფიკატი, რომლითაც საქართველომ დაკარგა პრივილიგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ -25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ჰქონდა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:30-ზე ექსპერტი მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება პანტიკო თორდიას მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც საქართველოს მნიშვნელოვანი მატერიალური და ინტელექტუალური ზარალი მიღო. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარე მრავალეროვნული საველე-საშტაბო სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2015“ საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. მოგვიანებით, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზის საკონფერენციო დარბაზში სწავლების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სხვა არასამთავრობოებთან ერთად, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის ფაქტებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
“თბილისი რუმსში” ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და GIZ-ის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლა, ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა-შიდა აუდიტის მიღწევები“ გახსნიან.
11:00
NEW
ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონის სოფ. თამარისში, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილე ბენეფიაციარსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. საკონტაქტო პირი: გიორგი ავალიანი – 5 91 41 08 41
E1
11:30
„პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: შსს და პროკურატურის რეფორმა, რეკომენდაციები და მოლოდინები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
12:00
“პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო სოლიდარობის“ ლიდერი გია კორკოტაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი, ნინოწმინდის გამგებლის ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
NEW
თბილისის მერიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველ პრესკონფერენციას – პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება. ღონისძიებას ასევე ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ნინო ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი დაესწრებიან.
12:00
NEW
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ -მ სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ნახევარლიტრიანი ბოთლი „თბილისი 2015“-ის ლოგოტიპით გამოუშვა, ბრენდირებული „კოკა-კოლას“ ჩამოსხმის პროცესს „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი მედიას წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება. მისამართი: წერეთლის გამზირი 114.
12:30
“პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი, ე.წ. საზღვართან “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ პროვოკაციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი და მოქანდაკე მერაბ გაგლოევი ბრიფინგს გამართავენ. თემა: ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს საქართველოში მოწვევა და მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტერევლის ხსოვნისადმი მიძღვნილი „პელეს თასზე “საერთაშორისო ტურნირის ჩატარება – მიმართვა პრემიერ-მინისტრს.
14:30
NEW
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე , აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს განიხილავენ. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: უზნაის 52