აშშ- ში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

  ნიუ – იორკში მომხდრი ძლიერი აფეთქების შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა კონსულმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დიანა ჟღენტმა განაცხადა. ჟღენტის თქმით, მათ ნიუ- იორკის სპეციალურ სამსახურთან მუდმივი კონტაქტი აქვთ, და ინფორმაცია სისტემატურად მოწმდება.
„საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებს არ მოუმართავთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გარდაცვლილა, არც დაშავებულა. ჩვენ ინტენსიური კონტაქტი გვაქვს მერიის საერთაშორისო განყოფილებასთან და ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს საქრთველოს მოქალაქეებზე“,- განაცხადა დიანა ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები