20 ივლისი

10:30-ზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარაცვალების გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიიის წევრი ჯონდი ბაღათურია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას. თემა: ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე – ძიების გადაკვალიფიცირება განზრახ მკვლელობის მუხლით; მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი; სამომხმარებლო ტარიფები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

10:00
NEW
მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს.
10:00
NEW
საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
10:30
NEW
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
10:30
NEW
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს კაი შელლერს შეხვდება. მისამართი: წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. №96 საკონტაქტო პირი: სოფო ხერხეულიძე – 577 11 99 49
E1
11:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტყემალაძის განცხადება, ნატო თუ რუსეთი? რეკომენდაცია შსს-ს და თბილისის მერს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00
NEW
თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად გახსნის.

11:00
NEW
შემოსავლების სამსახურში, საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: გორგასლის ქ. №16, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
11:00
NEW
მეტრო რუსთაველთან, “ერეკლე მეორის საზოგადოება” სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქციას სახელწოდებით “ჰომოფობია არ არსებობს” გამართავს.

11:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსული კაპიტალის მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 574 07 97 10
12:00
NEW
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რიგით ოცდამეხუთე საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. მისამართი: სოფელი ქვემო ნატანები
12:00
NEW
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი კანონპროექტების: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი # 12.
12:00
NEW
“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაცია, ნაძალადევის ოფისს გახსნის, რომელსაც პარტიის ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი, ზურაბ აბაშიძე და გიორგი ცაგარეიშვილი დაესწრებიან. მისამართი: დადიანის ქ. №16/18
13:00
NEW
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ჯანდაცვის სამინისტრი, წერეთლის 144
E1
13:00
NEW
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. თემა: პროკურატურის რეფორმა მისამართი: მ. ბროსეს ქ. №1
13:00
NEW
თბილისის საქალაქო სასამართლო, კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
13:00
NEW
საზოგადოება “სამადლო”, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წყნეთი–სამადლო–ბეთანიის გზის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. მისამართი: მთავრობის ადმინისტრაცია საკონტაქტო პირი: ვაჟა ზუბიაშვილი 558 93 79 51
15:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
16:00
NEW
საქართველოს პარლამენტის წევრები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015”-ის ფარგლებში, აშენებულ სპორტულ ობიექტებს და ილიმპიურ სოფელს მოინახულებენ. ღონისძიება ორგანიზებულია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ.

16:00
NEW
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება. მისამართი: გაგარინის მოედანი, მე-2 შესახვევი, მელიტონ ქანთარიას ქ. №11ა, საკონფერენციო დარბაზი (ნულოვანი სართული)
18:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურს “თბილისის” გამოცხადებას, საკონკურსო პირობების, ნაწარმოებების მიღების ვადების, ნომინაციების და საპრიზო ფონდის დასახელებას ოფიციალურად უზრუნველყოფს.
18:40
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (ბიუროს ოთახი)
20:00
NEW
“რედისონში” სადაზღვევო კომპანია “კოპენბური”-ს ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მუშაობის შემაჯამებელი საღამო გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები