თბილისის საკრებულოში იურიდიული კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიული კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, თევდორე კობახიძე უძღვებოდა, კომისიის წევრების გარდა, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ავთო ხარატი ესწრებოდნენ.
კარლო ლაფერაძემ იურიდიული კომისიის წევრებს რამდენიმე საკითხი წარუდგინა, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტისა და იჯარის ფორმით გადაცემას ეხებოდა.
დეპუტატებმა კარლო ლაფერაძეს , მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რომლებზეც ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დეტალური განმარტება გააკეთა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ რიგ წარმოდგენილ საკითხებზე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები გასცა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილ საკითხებს ხარვეზი არ გააჩნია და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.