პროკურატურის ორგანიზებით, აკვაპარკ „აკვა ლაზიკაში“ საქველმოქმედო აქცია გაიმართა
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, განმუხურის აკვაპარკ „აკვა ლაზიკაში“ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამოცამდე არასრულწლოვანი, ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, “SOS ბავშვთა სოფელი ზუგდიდის“ დღის ცენტრისა და ჩხოროწყუს საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები ერთ დღით განმუხურის აკვაპარს ესტუმრნენ.
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ისარგებლეს ატრაქციონებით, საცურაო აუზით და მხიარულად გაატარეს დრო თანატოლებთან ერთად.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია ბავშვების სოციალური ჩართულობის გაზრდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულირაზაცია და სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ამაღლება საზოგადოებაში.