რატომ უჩივის თაკო სალაყაია ირინა სარიშვილს?

   ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პარტია „იმედის“ ლიდერის ირინა სარიშვილის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს. როგორც “კვირას“ ირინა სარიშვილმა განუცხადა, თაკო სალაყაიამ სარჩელის შეტანა ფეისბუქზე მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ გადაწყვიტა. სარიშვილის თქმით, მან ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ვანო მერაბიშვილს და მის ოჯახს ნარკობიზნესის მფარველობაში და სხვადასხვა დანაშაულებში სდებდა ბრალს.
“მე ერთ-ერთ სტატუსში დავწერე, რომ ვანო მერაბიშვილს ხუთი წელი მიუსაჯეს, მაშინ, როდესაც ამ კაცს მთელი საქართველო ბრალს სდებდა და სდებს: მკვლელობებში, დასახიჩრებებში, პატიმრების წამებაში, ნარკობიზნესის ოჯახურად მფარველობაში. შესაძლოა, თაკო სალაყაიამ ქმრის სახელითაც გააკეთა განცხადება. თაკო სალაყაიამ ჩემთან ერთ-ერთ პირს დააბარა, რომ თუ მე ამ განცხადების გამო ბოდიშს არ მოვუხდი, სტრასბურგის სასამართლოში მიჩივლებს. რა მაქვს მოსაბოდიშებელი – უბრალოდ სასაცილოა“,-აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ირინა სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები