17 ივლისი

10:30
არქიტექტორი და 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით მერიასთან შექმნილი კომისიის წევრი გიგა ბათიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სპეციალური კომისიის დასკვნის შედეგები, ახალი გზის რეზბილიტაცია; სარისკო და მეწყერსაშიში უბნები და მერიის გეგმები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00
თბილისის მერიის წარმომადგენელი და ორგანიზატორები: ოლი აბრამიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თედო მაყაშვილი და ნიკუშა მაჭავარიანი პორტალ კვირას პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 15 ივლისს სპორტის სასახლეში გამართული გრანდიოზული საველმოქმედო კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „Uriah Heep“-ის დამფუძნებელის კენ ჰენსლის მონაწილეობით. რა თანხა შეგროვნა კონცერტზე და როგორ გადანაწილდება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00
“პირველ პრესკლუბში” მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი, საზღვრის უკანონო გადმოწევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
„ახალგაზრდა ადვოკატები“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „პოზიცია“ და „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა“ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, თემაზე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული ქმედებები ქართული პოლიციის დისკრედიტაციას წარმოადგენს და რუსული ოკუპაციის გაგრძელების საფრთხეს ზრდის. მისამართი: ა/ო ,,სამოქალაქო ჩართულობის ოფისში” მარჯანიშვილის №16, 4 კორპუსი, ბინა 2ა. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598757701
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მცოცავი ოკუპაცია, მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:45
NEW
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
E1
13:30
ქ.ზესტაფონში კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”-ის ინიციატივით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის უახლესი სისტემა დამონტაჟდება. პროექტის პრეზენტაციას კომპანიის წარმომადგენლების გარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და პარლამენტარების წევრები დაესწრებიან. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მთავარ ოფისი.
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
14:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები რამაზ გერლიანი და მათე გარდავა, პრეკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის დევალვაციის გამომწვევი მიზეზები ივლისის თვის მიმდინარე პერიოდში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
14:30
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ახალი სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ფონდის გენერალური დირექტორი საბჭოს წევრებთან შეხვდრას გამართავენ. მისამართი: ალექსიძის 1, III სართული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები