„112“-ს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ესტუმრა

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ვაშჩენკოს ხელმძღვანელობით ესტუმრა. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მათ შენობა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. „112“-ის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ვიზიტის დასასრულს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები