უდალცოვს არეულობის მოწყობისთვის გივი თარგამაძემ 30 000 დოლარი გადასცა

   მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე არეულობების სანაცვლოდ, სერგეი უდალცოვს, ლეონიდ რაზვოზჟაევსა და თავად ლებედევს ქართველმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ 30 ათასი დოლარი გადასცა,- ამის შესახებ რუსეთის “მარცხენა ფრონტის” ექსლიდერმა კონსტანტინ ლებედევმა განაცხადა.
“თარგამაძეს პირველად 2012 წლის თებერვალში ვილნიუსში შევხვდით, შემდეგი შეხვედრები კი ჯერ მარტში და შემდეგ მაისში მინსკში შედგა. თარგამაძეს უნდოდა რუსეთის მოქმედი ხელისუფლების ლიკვიდირება და გვთხოვა, ისეთ ადამიანთან შეგვეხვედრებინა, ვინც ამას შეძლებდა. მას იგივე სცენარის და იმავე ტექნოლოგიების გამოყენება უნდოდა, რასაც ხავერდოვანი რევოლუციების დროს იყენებდნენ”, – განაცხადა კონსტანტინ ლებედევმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას.
რუსეთში ე.წ. “ბალოტნაიას საქმეზე” გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია “ენ-ტე-ვე”-მ ბალოტნაიას მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მოამზადა ფილმი “პროტესტის ანატომია”. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები