კახა კუკავა რუსთავის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

   „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა რუსთავის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. კუკავა პროკურატურას მიმართავს და საქმის შესწავლას მოითხოვს.
მისი თქმით, მერიამ უკვე წინასწარ იცის, ვინ გაიმარჯვებს თბილისი-რუსთავის გზის სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებულ ტენდერში. კუკავა ამტკიცებს, რომ ეს არის კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, რომელმაც წინასწარ უკვე იყიდა 250 ავტომობილი.
“ამ დროისთვის რუსთავში მძღოლები შიმშილობენ იმის გამო, რომ რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 250 მიკროავტობუსის შეძენაზე. ეს ტენდერი 16 მარტიდან უნდა დაიწყოს. თუმცა ეს ტენდერი უკვე ჩატარდა, გამარჯვებულიც ცნობილია და შემოყვანილია მიკროავტობუსები. დაახლოებით 7-8 მილიონი დოლარის ღირებულების მიკროავტობუსი სადგომზე დგას. რაც ყველაზე უფრო ცინიკურია, გამარჯვებულია ზუსტად იგივე კომპანია, რომელმაც იყო 2010 წელს გიგი უგულავას მიერ ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა – ეს არის შარანგიების ბიზნესჯგუფი“, – განაცხადა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები