ალექსის ციპრასი: ევროკავშირთან შეთანხმება ევროზონაში დარჩენის ერთადერთი გზაა

,,ევროკავშირთან შეთანხმება რთული პროცესია, თუმცა ევროზონაში დარჩენის ერთადერთი გზაა,’’ – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა.
ციპრასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად ევროპელი ლიდერების მიერ შეთავაზებული წინადადებების ეფექტურობა ნაკლებად დასაჯერებელია, საბერძნეთი გეგმის რეალიზებისთვის მზადაა.
შეგახსენებთ, ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების რატიფიკაცია საბერძნეთის პარლამენტმა დღეს უნდა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები