15 ივლისი
08:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, პედაგოგთა გამოცდების მიმდინარეობას ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დააკვირდებიან. ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი მისამართი: სააკაძის 77
10:30
“პირველ პრესკლუბში” „მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთში და საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ გია სოსანასვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საბავშვო ბაღებში რეგისტრაციასთან და ადგილებთან დაკავშირებული პრობლემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე და წევრი გიორგი ჩიქოვანი, გაასაჯაროვებენ დოკუმენტაციას სადაც შალვა ნათელაშვილი რუსეთის ხელისუფლებას თანამშრომლობაზე თხოვნით მიმართავს, წერილები პუტინის, მედვედევის, ლავროვის და თანამდებობის სხვადასხვა პირთა სახელზეა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
“რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ქართული მისიის” წევრები რამაზ ნოზაძე, დავით ჯღენტი და გიორგი ზარნაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, პროკურატურის დეპარტამენტი და პოლიტიკური პატიმრები.
12:00
“მემარცხენე ალიანსი” მარეგულირებელი კომისიის სხდომას დაესწრება და გააპროტესტებს, სადაც დენის ტარიფის გაზრდაზე შეტანილი განაცხადი განიხილება.
12:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავის ალექსანდრე ალექსიძე- სონღულაშვილის შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება.
12:00
,,რედისონში’’ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კვლევის ,,საყდრისი-ყაჩაღიანი ნგრევა კანონის სახელით’’ პრეზენტაციას გამართავს.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, „ევრაზიული კავშირის” ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე და სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: მცოცავი ანექსიის შედეგად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მილის მოქცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
12:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:30
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, “პროკრედიტ ბანკში” ელექტრონული ხელმოწერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა. მისამართი: “პროკრედიტ ბანკის” სათაო ოფისი ალ.ყაზბეგის გამზ. 21
13:00
“პირველ პრესკლუბში” ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. შეხვედრის ადგილი: თბილისის მერია
13:00
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
E1
13:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საზღვრის უკანონო გადმოწევა, საფრთხეები, საბერძნეთში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
„პირველ პრესკლუბში” დაზარალებული ბიზნესმენი რაჯი ფილიპია და ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
ახალგზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, “ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
18:00
“თიბისი გალერეაში” გიუნტერ ბეხლერისა და გაი იოსტის წიგნის „დემოკრატიის შენება“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: მარჯანიშვილის 7, IV სართული
19:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, (მე-3 კორპუსი) ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალური პერფორმანსი გახსნის.
21:00
თბილისის სპორტის სასახლეში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია სახელწოდებით – „ცა მეტია, ვიდრე 13“, გაიმართება.