14 ივლისი
10:30-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისწევრი წევრი პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინიციატივა საპოლიციო გამოსახლებებთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს; შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა; მცოცავი ოკუპაცია და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:00-ზე ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:30 მოძრაობა “სახალხო სამართალი”, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. მისამართი: ბოჭორიძის 12. საკონტაქტო პირი: თათია ლიპარტელიანი 595 50 89 66
12:30 “პირველ პრესკლუბში” დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პასუხი “ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდებათ. მხარეებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ გამგებელი ზაზა გაბუნია და კლინიკის დირექტორი ლაშა აბესაძე. მისამართი: სანზონა, გუდამაყრის N4, თსსუ ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მე-8 საავადმყოფო)საკონტაქტო ნომერი: 593 88 26 26
13:00 პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “რა ცვლილებები მოჰყვება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
14:00 მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის – ACICC”-ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გაცნობის მიზნით, „ეთნიკური უმცირესობების ფორუმს“ გამართავს. მისამართი: მარნეული. რუსთაველის ქ. #73. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
19:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, (მე-3 კორპუსი) ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალური პერფორმანსი გახსნის.
21:00 თბილისის სპორტის სასახლეში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია სახელწოდებით – „ცა მეტია, ვიდრე 13“, გაიმართება.