ბანერს მიღმა 57 ჰა-მდე მიწის ფართობია მოყოლილი
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მიღმა დაახლოებით 57 ჰა მიწის ფართობი აღმოჩნდა. ნაკვეთები ხურვალეთისა და წითელუბნის მოსახლეობას ეკუთვნის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ადგილობრივებს გამგებელი დავით ონიაშვილი შეხვდა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია. ადგილობრივები საკუთარ ნაკვეთებში ვეღარ შედიან და ამ ეტაპზე ხელისუფლებას მარცვლეული კულტურის აღებაში სთხოვს დახმარებას. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მაქსიმალურად მოხდება ამ ადამიანების დახმარება.