დავით ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ნარმანიამ და ირაკლი ლექვინაძემ სტიქიიდან ერთი თვის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.
„საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის წევრები არიან, გავაცანით ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ ერთი თვის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულებისთვის, რა გეგმები გვაქვს და რით ვეხმარებით დაზარალებულ ოჯახებს. ასევე ვისაუბრეთ, როგორია ჩვენი სამომავლო ხედვა მდინარე ვერეს ხეობის განვითარებასთან და მის უსაფრთხო მართვასსთან დაკავშირებით. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რაც სრულად იქნება გათვალისწინებული სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.