ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
15 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში (მე-3 კორპუსი) ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ღონისძიებას ტრადიციულად მუსიკალური პერფორმანსი გახსნის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გაზეთის ტექსტურაზე შესრულებული ნამუშევრები, Newspaper Art.
მუსიკალურ ნაწილში შესრულდება ვერდის, პუჩინის, ბელინის, მასნეს, ჰენდელის, პარსელის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების საოპერო არიები.
გამოფენა-გაყიდვა 17 ივლისამდე გაგრძელდება.