გიგი უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 მარტს განახლდება
“თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებით გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 17 მარტს გაგრძელდება. პროცესის გადადების მიზეზი მოსამართლისა და ცალკეული ადვოკატების მოუცლელობა გახდა. სასამართლო პროცესი 17 მარტს, 10:30 საათზე განახლდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს. შემდგომ პროცესზე კი ბრალდებისა და დაცვის მხარეები, სავარაუდოდ, შუამდგომლობებს დააყენებენ.